Accentnews.ge
არახამია: მივმართავ უკრიანის პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე

არახამია: მივმართავ უკრიანის პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე

18/07/2023 10:51:57 პოლიტიკა

უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია უკრიანის პროკურატურას მიმართავს, "დაიწყოს გამოძიება საქართველოს ექს–პრეზიდენტ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მკველელობის მომზადების საქმეზე". ამის შესახებ არახამიამ კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თუ სააკაშვილს რამე მოუვა, ეს იქნება მკვლეობა. მე, როგორც სახლხო დეპუტატი, მივმართავ უკრიანის გენერალური პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, მკველელობის მომზადების საქმეზე. რაც ხდება ეს არის მკვლელობის მომზადება. ჩვენ მივიღეთ დადგენილება უმაღლეს რადაში, ახლა საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ვიმუშავოთ, რომ რაც შეიძლება ევროპის მეტმა პარლამენტმა მიიღოს ანალოგიური დადგენილება. თუ იქნება ათი ევროპული ქვეყნის დადგენილება, საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება სხვა არჩევანი. ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, ვერ წავა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წინაღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგია იმუშავებს, მე მაქვს იმედი, რომ უკვე გამოჯანმრთელებულ მიხეილ სააკაშვილს ვნახავთ ამ სცენაზე", - განაცხადა, ტელეკომპანია "პირველის"ცნობით, არახამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S