„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ
18/07/2023 11:14:51 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალგაზრდა წევრები სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნენ.
როგორც სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო.
„ვაგრძელებთ ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიციას. ირაკლი ფავლენიშვილი იქნება გენერალური მდივნის მოადგილე; ნიკოლოზ ჭურაძე თვეების განმავლობაში იბრძოდა უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობისთვის, მშვიდობისთვის უკრაინასა და მსოფლიოში. იგი იქნება კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი;
თათია ნიკოლაშვილი იქნება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ვანო მაღალაშვილი - აღმასრულებელი მდივნის მოადგილე; გვანცა გა; ზდელიანი - იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილეედო ჯავახიძე- სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი; ალექსანდრე კრევო ასათიანი - საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე და გიგი გიგიტელაშვული - სამდივნოს აპარატის უფროსი.
გაგრძელდება ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა და აუცილებლად ერთად შევქმნით გამარჯვების პლატფორმას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


