Accentnews.ge
ელჩი: ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შესაძლოა, გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზეა მიღებული

ელჩი: ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შესაძლოა, გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზეა მიღებული

18/07/2023 12:47:31 პოლიტიკა

ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს, რომ ბელგიის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შესაძლოა, "გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზეა მიღებული".

„ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ყველა ევროკავშირის ქვეყანას არ აქვს, ზოგადად, მსგავსი მიდგომა და პრინციპი. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, რომ სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკური და სტატისტიკურ მიზეზებს.მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა", - განაცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S