Accentnews.ge
"გირჩი": "სად ნახეს ხატები?!"

"გირჩი": "სად ნახეს ხატები?!"

26/11/2019 12:18:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ გუშინ მსვლელობისას არა ხატები, არამედ "ფოტოშოფში აწყობილი ნახატები" გამოიყენეს. 

“ეს არის ამ უტვინო მონების იაფფასიანი მცდელობა რომ ადამიანების რაღაც ნაწილი “ააგდოს” რაღაც რელიგიურ გრძნობებზე. რა შუაშია ხატები, სად ნახეს ხატები. ფოტოშოფში აწყობილი ნახატები, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ხატია?!კარგად იციან თვითონაც, რომ აქ ხატზე არ არის საუბარი და საერთო ხატებთან ბრძოლა არაფერ შუაშია. იყო ჩვეულებრივი პერფორმანსი, რომლის შინაარსიც იყო გვეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ ეს ხალხი არიან მონები, რომლებსაც ღმერთივით ჰყავთ ბიძინა. ამის ჩვენება იყო ის პერფორმანსი და არაფერ შუაში არაა არც ხატები და არც ხატებთან ბრძოლა” – განაცხადა  ჯაფარიძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას. 

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია "ბიძინა ივანიშვილის ხატებით" "გირჩის" მსვლელობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ღმერთს შესთხოვს, რომ ახლაგაზრდებს სასჯელი არ მოუვლინოს".

"ახალგაზრდები წააქეზეს და ხატებს თავები მოაჭრევინეს. მე არ ვიცი. შევთხოვ ღმერთს, რომ ამ ბავშვებს არავითარი ღვთის სასჯელი არ მოევლინოთ", — განაცხადა ქანთარიამ ჟურნალისტებთან.

მანამდე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ "გირჩის" მსვლელობას "ათეისტური ფანატიზმი" უწოდა. "ათეისტური ფანატიზმიდან  ჩეკისტობამდე ერთი ნაბიჯია", – განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე: ივანიშვილს ბიზნესცენტთან სანთლები დაუნთეს და "ვხედავ მეცხვარეს" უმღერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S