Accentnews.ge
სამიზნე ქვეყნებში სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია გრძელდება

სამიზნე ქვეყნებში სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია გრძელდება

18/07/2023 16:30:03 რეგიონები, რეკლამა

სამიზნე ქვეყნებში სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია გრძელდება. რეგიონს 13-18 ივლისს ფინეთიდან მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ, რომლებმაც ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ისინი რეგიონს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (სამცხე-ჯავახეთი DMO) მოწვევით სტუმრობდნენ.

ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, მოინახულეს როგორც ტურისტებისთვის ცნობილი ადგილები - ვარძია, ახალციხის ციხე, ბორჯომი, ასევე, შედარებით უცნობი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები, გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს და ჩაუტარდათ კულინარიის მასტერკლასები.

პრეს-ტურის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები მონაწილეთა პირად ბლოგებსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში გამოქვეყნდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S