Accentnews.ge
სააკაშვილი: ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" ტირაჟირებას, სკანდალია ჩემი წამებისა და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე

სააკაშვილი: ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" ტირაჟირებას, სკანდალია ჩემი წამებისა და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე

18/07/2023 17:56:42 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გამოდის მოწოდებით, ნუ ახდენენ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას და აღნიშნავს, რომ სკანდალია მისი "წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე".

„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ "პოლონელი ექიმების სკანდალის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.

სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.

სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.

დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლის პერიოდში ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ, უწყების ცნობით, მან სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S