Accentnews.ge
ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს

ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს

19/07/2023 06:09:46 მსოფლიო

საბერძნეთში, ათენის შემოგარენში 17 ივლისის შემდეგ ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრეები. ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს და ახალ კერებს აჩენს.

18 ივლისის საღამოს მონაცემებით, რომელსაც Reuters აქვეყნებს, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ხანძრის გამო ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი. ბერძენი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთმა და იტალიამ 18 ივლისს ათენში გაგზავნეს ხანძრის საწინააღმდეგო 4 თვითმფრინავი.

ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთშიც, ერთ კვირაზე მეტია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ათენში კვირას დაიკეტა აკროპოლისიც, რათა შეეზღუდათ ადამიანების გადაადგილება დღის განმავლობაში ქალაქში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S