Accentnews.ge
საქსტატი: საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

საქსტატი: საქართველოს ექსპორტმა 6 თვეში 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

19/07/2023 08:06:12 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით, 19%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით #1 ადგილს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს, რამაც წლის პირველ ნახევარში 990 მილიონ დოლარს მიაღწია.

საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით:

1) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - 990.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 267%;

2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 341 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 36%;

3) ღვინოები - 126 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%;

4) ფეროშენადნობები - 110 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 64%;

5) აზოტოვანი სასუქები - 98 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 41%;

6) სპირტიანი სასმელები - 83.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;

7) მინერალური და მტკნარი წყლები - 65.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 46%

8) გაზირებული შაქრიანი სასმელები - 58.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 79%;

9) თამბაქოს ნაწარმი - 53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 170%;

10) ელექტროენერგია - 52 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.3%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.

რაც შეეხება ევროკავშირს, მასში ექსპორტი შემცირებულია, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ევროკავშირში 432 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, წელს ექსპორტმა 398 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S