ხაბეიშვილი: ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და გვინდა, შევქმნათ გამარჯვების პლატფორმა
19/07/2023 08:41:42 პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ისინი „სტრატეგია აღმაშენებელს" თანამშრომლობაზე ესაუბრებიან.
„ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. გამიხარდებოდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშილმა.
ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა ცნობები ენმ–სა და "სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო თანამშრომლობასა და საერთო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თაობაზე. ორივე პარტიაში ადასტურებენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმც აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.


