Accentnews.ge
"ფლანგვის დეტექტორი": “დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვისთვის 5 მლნ ლარამდე დაიხარჯება“

"ფლანგვის დეტექტორი": “დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვისთვის 5 მლნ ლარამდე დაიხარჯება“

24/05/2019 06:12:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღნიშნვისთვის  4 640 936 ლარი დაიხარჯება, საიდანაც  გამარტივებულ შესყიდვებში თითქმის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 350 000 ლარის გამარტივებულ შესყიდვებს განახორციელებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო - თითქმის 400 000 ლარისას, თავდაცვის სამინისტრო კი 754 000 ლარის.

"ფლანგვის დეტექტორის“  ცნობით, თავდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდ თანხას რეჟისორის, პროდიუსერის თუ მოცეკვავეების დაქირავებაში და სხვა ტექნიკურ საკითხებში ხარჯავს; თავდაცვის სარეზერვო ფონდიდან ფიცის დადების ცერემონიალის გადაღება/გაშუქებისთვის 460 000 ლარი გამოიყო. 

მისივე ცნობით, ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა 2 683 777 ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სსიპ-ს “შემოქმედებით საქართველოს” გადაეცა.

„მთავრობას ამ დღისთვის მოსამზადებლად აქვს მთელი წელი, მაგრამ ამის მიუხედავად შესყიდვები ხდება მაინც გამარტივებულად და ნაწილი თანხა იფარება სარეზერვო ფონდიდან. არადა სარეზერვო ფონდის მიზანი არის გაწიოს ხარჯები მაშინ, როცა არის ფორსმაჟორული, გადაუდებელი სიტუაციები“, - განაცხადა ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა ანა აბაშიძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S