Accentnews.ge
ადვოკატი: ჩაქვის სასტუმროში რეგულაციები დაცული იყო

ადვოკატი: ჩაქვის სასტუმროში რეგულაციები დაცული იყო

19/07/2023 09:40:08 სამართალი

ჩაქვში მდებარე სასტუმრო „Dreamland Oasis-ის" ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო.

მისი თქმით, სასტუმროს მენეჯმენტი თანამშრომლობს მომხდარ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან.

„ვიდეოჩანაწერის ამოღება მოხდება უმოკლეს ვადაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და მზად ვართ, ნებისმიერი ვიდეომასალა წარვუდგინოთ“, - განუცხადა ადვოკატმა "რადიო თავისუფლებას".

მისი თქმით, აუზის ეს ნაწილი ბავშვებზე არ იყო გათვლილი.

"საქართველოს კანონმდებლობით, სასტუმროს არ აქვს აუზში ჩასვლის პროცესის კონტროლის ვალდებულება. რეგულაცია უსაფრთხოების წესების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრას გულისხმობს. სასტუმროს ტერიტორიაზე ეს რეგულაცია სრულად იყო დაცული. არ არსებობს რეგულაცია, რომ აუზთან მაშველი უნდა იყოს თუ არა. პირდაპირი ვალდებულება არ არსებობს. გაფრთხილებები კი ყველგან გამოკრულია, მაგრამ ის, რომ აკონტროლოს, ვინ ჩადის აუზში, ასეთი ვალდებულება არ არსებობს“, - ამბობს კახა წერეთელი.

შსს-მ ჩაქვში, სასტუმრო „Dreamland Oasis-ში", აუზში ბავშვის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვი და მისი მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩაქვში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S