Accentnews.ge
„შრედერმა მაშინვე პუტინთან დამაბეზღა“ - სააკაშვილის წერილი Times-ში

„შრედერმა მაშინვე პუტინთან დამაბეზღა“ - სააკაშვილის წერილი Times-ში

19/07/2023 10:14:20 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანულ გაზეთ Times-ს წერილი მისწერა, რომელშიც ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინმა თითქმის ორი ათეული წლის წინ მას მკაფიოდ მიანიშნა, რომ უკრაინის ხელში ჩაგდებას აპირებდა.

წერილში ნათქვამია, რომ დასავლეთმა უგულებელყო პუტინის აგრესიული ტერიტორიული ამბიციები მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის იყო გაფრთხილებული, მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდანაც.

Times-ისთვის მიწერილ წერილში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პუტინი არ მალავდა სხვისი მიწების მიტაცების გეგმებს, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ კრემლში 2004 წელს.

”ყველაფერზე, რასაც ახლა აკეთებს, მან ნათლად მიმანიშნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე,” - დაწერა მან.

სააკაშვილი ამბობს, რომ პუტინთან პირველი შეხვედრის შემდეგ ის ბერლინში გაემგზავრა და თავისი შეშფოთების შესახებ გერმანიის მაშინდელ კანცლერს გერჰარდ შრედერს ესაუბრა.

შრედერი მაშინ (და ახლაც არის) მჭიდრო პირად ურთიერთობებში იყო რუსეთის პრეზიდენტთან, რაშიც მას ხშირად ადანაშაულებდნენ, – იხსენებს გაზეთი.

გერმანიის მაშინდელი ლიდერი იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ბალტიის ზღვის ქვეშ Nord Stream გაზსადენების მშენებლობისა. 2022 წლის მაისამდე ის რუსული ნავთობკომპანია როსნეფტის დირექტორთა საბჭოს და ასევე კიდევ ერთი რუსული ენერგეტიკული გიგანტის, გაზპრომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ომის პირველ დღეებში შრედერმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მაგრამ უარი არ უთქვამს მოსკოვთან კავშირების შენარჩუნებაზე.

„ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში", - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, - "რომ შრედერმა მაშინვე დამაბეზღა პუტინთან".

2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რის შემდეგაც სააკაშვილი უშედეგოდ აგრძელებდა პუტინის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე საუბარს, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

„როდესაც დასავლეთს ვაფრთხილებდი პუტინის შესახებ, მაიგნორებდნენ როგორც გაუწონასწორებელ და გაბოროტებულ ფსხს“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

გარდა ამისა, პატიმარმა სააკაშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებაში დაადანაშაულა. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ გავლენიან ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც "ქართული ოცნება" დააფუძნა და დიდი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაში, „პუტინს ვალი აქვს“.

თავის წერილში სააკაშვილს არ მოჰყავს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, – აღნიშნავს Times.

გამოცემაში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S