შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე, მისი წონა 63 კილოგრამია
19/07/2023 11:00:35 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.
„ახლა ვგეგმავ, რომ გამოვითხოვოთ ჯანმრთელობის ისტორია. თუმცა, გუშინ ჩვენი იურიდიული კომპანიის ადვოკატი შესული იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წონა ისევ კლებაშია, ბოლო მონაცემებით მისი წონა 63 კილოგრამია. რაიმე გაუმჯობესება არ ხდება, ადეკვატური მკურნალობა მას არ უტარდება და სიმპტომური მკურნალობა ხდება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


