Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: 5%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

მამუკა მდინარაძე: 5%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

19/07/2023 11:31:15 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 5%–იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მდინარაძის თქმით, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში 5%–იანი ბარიერი მოქმედებს.

"ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, 5%–იანი საარჩევნო ბარიერია, რასაც თავისი იურიდიული ახსნაც აქვს – ბალანსი ყოველთვის მოსაძებნია ორ დიდ ინტერესს შორის. არის უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რისკები, რასაც კონსტიტუციონალისტები თეორიასა და პრაქტიკაში განიხილავენ ხოლმე. მეორეს მხრივ, პლურალიზმის და მრავალპარტიულობის ინტერესიც არის. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ 5%–იანი ბარიერი ორივე ინტერესს ყველაზე კარგად აბალანსებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S