ბერბოკი: ევროკავშირის კარი ღიაა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის
19/07/2023 11:48:24 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი The Guardian-ისთვის დაწერილ სტატიაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბრობს.
როგორც ბერბოკი წერს, ევროკავშირის კარი ღიაა ისეთი ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და უფრო გრძელვადაიან პერსპექტივაში, საქართველო.
"ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტორს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობას უპრეცედენტო 100 მილიარდ ევროიან პაკეტამდე და ვასრულებთ NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიზნებს. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის ევროკავშირის კარს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადაიან პერსპექტივაში, საქართველო", - წერს ბერბოკი სტატიაში.


