Accentnews.ge
MI6-ის ხელმძღვანელი რუსებს ომის დასასრულებლად ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

MI6-ის ხელმძღვანელი რუსებს ომის დასასრულებლად ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

19/07/2023 12:56:31 მსოფლიო

ბრიტანეთის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურის MI6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური რუსებს ომის დასასრულებლად ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"რუსებმა, რომლებიც შეძრწუნებული არიან უკრაინაში მიმდინარე ომით, ძალები უნდა გააერთიანონ ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურთან, საიმისოდ, რომ სისხლისღვრას წერტილი დაესვას", – განაცხადა მან.

მისი თქმით, "ვაგნერის" ამბოხების მცდელობამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ზეწოლის ქვეშაა".

მურმა დასძინა, რომ უკრაინის მიერ წარმოებულ კონტრშეტევას ოპტიმისტურად აფასებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S