Accentnews.ge
პრემიერი: შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული, ჩვენ არ მიგვეღო სტატუსი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა

პრემიერი: შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული, ჩვენ არ მიგვეღო სტატუსი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა

19/07/2023 15:05:09 პოლიტიკა

"ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა".

„გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S