Accentnews.ge
ვარჰეი: დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ რეკომენდაციების შესრულების მხრივ პროგრესია

ვარჰეი: დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ რეკომენდაციების შესრულების მხრივ პროგრესია

19/07/2023 18:55:29 პოლიტიკა

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვარჰეის თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილეს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ პროგრესი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე“, – წერს ევროკომისარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S