პაატა მანჯგალაძე: მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია
20/07/2023 07:43:54 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია".
"ბიძინა ივანიშვილს მილიონი დაელია? თუ 75 ათასად შესაძლებელია ამის გაკეთება, იქირავონ ბატონო, 3 კომპანია. თუ ერთი ჰყავს სააკაშვილის დედას ნაქირავები, რომელიც თავის შვილის გადარჩენას ცდილობს, საქართველოს გადასარჩენად ივანიშვილს მივმართავ, 10 რატომ არ იქირავეთ? "ქართულ ოცნებას" მივმართავ, თუ უკრაინელები ომს გვაძალებენ, პოლონელებს შეთქმულება აქვთ ხელისუფლების წინააღმდეგ, აზერბაიჯანი ტერიტორიას გვართმევს, ევროპარლამენტი ჩვენი მტერია, ნეიტრალური შვეიცარია ივანიშვილს ფულს არ აძლევს, მეგობარი ვინ არის?! - რუსეთი. გაიაშვილი პირდაპირ დაფრინავს რუსულ ჭაობში და ეს ყოფილა "ქართული ოცნების" გამარჯვება. ტაში უნდა ვუკრათ ამაზე თურმე ღარიბაშვილს, რუსულ ჭაობში რომ თავით მიგვართმევს და სამი ვადით კი არ უნდა ავირჩიოთ, მეოთხეა თურმე კიდევ საჭირო, რადგან ბოლომდე ვერ შეგვათრიეს. ასეთ შემთხვევაში ალბათ, ვიზა უნდა ავიღოთ ამერიკის და გავიქცეთ. ვიზასთან დაკავშირებით ვიხუმრე რა თქმა უნდა, საქართველოს "ქართულ ოცნებას" არ დავუტოვებთ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.


