Accentnews.ge
აზერბაიჯანი სომხეთისგან  საზღვარზე ქარხნის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

აზერბაიჯანი სომხეთისგან  საზღვარზე ქარხნის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

20/07/2023 10:10:57 კავკასია

აზერბაიჯანის მთავრობამ სომხეთს ოფიციალურად მოსთხოვა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან, სოფელ იერასხში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის შეჩერება. შესაბამისი წერილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გაუგზავნა, – იუწყება Trend.

შეგახსენებთ, რომ ქარხანას, რომელიც სომხურ-ამერიკული ინვესტიციების ხარჯზე შენდება, აზერბაიჯანული მხრიდან პერიოდულად იბომბება. ერთ-ერთი ინციდენტის დროს დაშავდა ორი მშენებელი, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეები არიან, დაზიანდა სამშენებლო ტექნიკა. დაბომბვა არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, რაც ქარხნის ტერიტორიაზე სომხეთისა და შეერთებული შტატების დროშები აღმართეს.

ბაქოში ამბობენ, რომ ქარხანა შენდება "სომხეთისა და აზერბაიჯანის პირობითი საზღვრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში". აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქარხნის საქმიანობას „შეიძლება, საზღვრისპირა ეფექტი ჰქონდეს“.

„სომხეთი ვალდებულია, გააფრთხილოს აზერბაიჯანი გარემოზე ამ მოქმედების გავლენის შესახებ. თუმცა, აზერბაიჯანს, როგორც დაზარალებულ მხარეს, არ მიუღია არანაირი შეტყობინება სომხეთისგან ამ პროექტის თაობაზე“, - აღნიშნავს ბაქო.

აზერბაიჯანის მთავრობამ მოითხოვა „სომხეთის მიერ ქარხნის მშენებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა, სანამ პროექტის ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები სრულად არ დაზუსტდება და ადეკვატურად განიხილება“.

მანამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერდა, რომ სოფელი არაზდეიანი (იერასხი) აზერბაიჯანის ისტორიული რეგიონია, სადაც „სომხები მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოასახლეს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S