
სანიკიძე: "ჩვენ მოვახერხეთ და საკუთარ თავს გადავახტით მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნისთვის"
26/11/2019 15:04:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
„ვაპირებ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას. ჩემი ძველი განცხადებები არავითარ დისკომფორტს არ მიქმნის. არც მე დამიკლია სააკაშვილისთვის და არც მას ჩემთვის... მთელი ხიბლი და მარილი იმაშია, რომ ჩვენ ასეთმა დაპირისპირებულმა ადამიანებმა, მოვახერხეთ და საკუთარ თავს გადავახტით მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის. ვისაც ყურნი ასხია ისმინოს, ვისაც არ ასხია, ვერაფერს ვერ ვიტყვი“
ამის შესახებ ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას განაცხადა.
იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა [ვიდეო]