Accentnews.ge
«რუსული ვაჭრობის გეზის ცვლა» – მოსკოვში ზემო ლარსის მოქმედება განიხილეს

«რუსული ვაჭრობის გეზის ცვლა» – მოსკოვში ზემო ლარსის მოქმედება განიხილეს

20/07/2023 11:11:37 პოლიტიკა

«რუსული ვაჭრობის გეზის ცვლა» – მოსკოვში ზემო ლარსის მოქმედება განიხილეს

რუსეთის ვაჭრობის გეზის ცვლა აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ უკვე შემდგარი ფაქტია, - განაცხადა ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა პრემიერ მიხეილ მიშუსტინთან შეხვედრაზე, რომელზეც, კერძოდ, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე "ზემო ლარსის" გამვები პუნქტის მუშაობა განიხილეს.

"ჩვენ აბსოლუტურ რეკორდებს მივაღწიეთ. ივნისში 31 622 სატვირთო გატარდა და ამ ტემპს ვინარჩუნებთ, ივლისში რიგები აღარ ყოფილა და დღეში ათასზე მეტი სატვირთო ტარდება" - განაცხადა დავიდოვმა.

მიშუსტინმა, თავის მხრივ, მას სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა გადასცა "ზემო ლარსის" გამტარუნარიანობის ზრდის თაობაზე.

«მე და თქვენ ბატონ ფაშინიანს სოჭში შესაბამისი დაპირებები მივეცით და ისინი ზედმიწევნით სრულდება" - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

საპასუხოდ დავიდოვმა მას სომხეთსა და საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ უამბო.

«სომეხი კოლეგები ასევე გვეხმარებიან კოორდინაციაში ქართველ პარტიორებთან, რომლებთანაც, კერძოდ, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ მივაწოდოთ ერთმანეთს კონტროლზე მანქანები" - დასძინა რუსმა ჩიმოსანმა.

ცნობისთვის: 21 ივნისს, "ზემო ლარსზე" სტუმრობისას დავიდოვმა განაცხადა, რომ საქართველსთან საზღვარზე ამჟამად ევროპის მიერ რუსეთისთვის მოწყბილი "ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა ხორციელდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S