Accentnews.ge
კადიროვის ფორმირებებს შეუძლიათ, ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები მიიღონ

კადიროვის ფორმირებებს შეუძლიათ, ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები მიიღონ

20/07/2023 14:40:06 კავკასია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონპროექტის წყალობით, ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის არმია იღებს უფლებას, შეიარაღდეს ნებისმიერი სამხედრო ტექნიკით. ჩეჩნეთის მეთაურის ქვედანაყოფები აქამდე მხოლოდ მსუბუქ ჯავშანტექნიკას ფლობდნენ.

როგორც მედია აღნიშნავს, რამზან კადიროვის ქვედანაყოფებს, რომლებიც ოფიციალურად შედიან ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, უფლება ექნებათ, აითვისონ ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავები. ეს შესაძლებელი გახადა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მოკლე დროში სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტის წყალობით, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის ეროვნულ გვარდიას, ფლობდეს საკუთარ მძიმე სამხედრო ტექნიკას.

სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული დოკუმენტი ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ფედერაციის საბჭომ და ხელი მოაწეროს რუსეთის პრეზიდენტმა. როგორც გამოცემა "აგენსტვო" აღნიშნავს, კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს პუტინის ყოფილი მცველის ვიქტორ ზოლოტოვის სტრუქტურის გაძლიერებას, მაგრამ ამავე დროს, მას შეუძლია გააძლიეროს კადიროვის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხედროები.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიის არსებობა კანონით იყო აკრძალული, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს "ვაგნერს" არსებობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსების მიღებაში და მათ შორის, მშიმე ტექნიკითა და ვერტმფრენებით შეიარაღებაში. ამდენად, კადიროვის დანაყოფების შეიარაღება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ ნდობაზე და პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S