Accentnews.ge
კობერიძე: სამეული დამთავრდა, სავარაუდოდ გვექნება საუბარი "ლელოსთან"

კობერიძე: სამეული დამთავრდა, სავარაუდოდ გვექნება საუბარი "ლელოსთან"

20/07/2023 15:05:35 პოლიტიკა

გავიყარეთ და ცხადია ეს სამეული დამთავრდა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო - აცხადებს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე "სტრატეგია აღმაშენებლის," დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" გაერთიანების შესახებ და ამბობს, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს:

"ჩვენ არ ვაპირებთ "ნაციონალურ მოძრობასთან" ერთად საერთო საარჩევნო სუბიექტი ვიყოთ, თუ იქნება საუბარი რაიმე მესამე ძალაზე, მესამე ცენტრზე, რომელიც მოახერხებს ამ ორი დიდი სუბიექტის დაბალანსებას, ამასთან მიმართებაში მიმღებლობა გაგვაჩნია. ჩვენი მოტივაციაა, რომ არც ერთი პროდასავლური ხმა არ დაიკარგოს. მე მჯერა, რომ "გირჩს" დამოუკიდებლადაც აქვს პოტენციალი იბრძოლოს 5%-იანი ბარიერის გადასალახად, მაგრამ რისკიც ძაან დიდია, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ გვექნება საუბარი "ლელოსთან" და სხვა პროდასავლურ პარტიებთან"– ამბობს კობერიძე.

მანამდე ანალოგიური განცხადება გააკეთა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამაც:

"სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, დროა - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიირგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს".

შეგახსენებთ, დღეს, 20:00 საათზე ენმ და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S