Accentnews.ge
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს

20/07/2023 16:19:28 პოლიტიკა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალ პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს ამ პარტიების ლიდერების ერთობლივ ბრიფინგზე.

როგორც ბრიფინგზე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, "დღეიდან, ხალხის დაკვეთით, სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად გვექნება საერთო სტრატეგია "რუსული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის დამარცხების".

"დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას. ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ამრიგად დაიშალა ე.წ. სამეული, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებელი", გირჩი – მეტი თავისუფლება" და "დროა" ქმნიდნენ, ვერ ხედავს რა დანარჩენი ორი პარტია საკუთარ თავს ენმ–სთან, თუმცა აღნიშნეს, რომ განაგრძობენ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S