
თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
26/11/2019 16:35:55 სხვა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელებში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
„მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური „ფეისბუქ” და „ტვიტერის” გვერდებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.