Accentnews.ge
რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

26/11/2019 16:58:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის გეგმებზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა. 

„შევთანხმდით რომ გაგრძელდება პერმანენტული აქციები, საპროტესტო მოქმედებები, პიკეტირებები, დეპუტატების მხილებები.  შაბათ–კვირას გამოცხადდება მორიგი დიდი მიტინგის თარიღი, რისთვისაც მთელი საქართველო უნდა მოვემზადოთ. საკმარისია რუსთაველის პროსპექტზე შევიკრიბოთ 50 000 კაცი და რამდენიმე საათში ივანიშვილის ნასახი არ იქნება", – განაცხადა ნათელაშვილმა. 

„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დემონსტრანტები ხუთშაბათს, 28 ნოემბერს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. მისივე თქმით, იქნება „სირცხვილის დერეფანი“, რადგან, სწორედ 28 ნოემბერს იგეგმება პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვა. 

ვაშაძის განცხადებით, პარასკევს ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. ვაშაძის თქმით, ეს დოკუმენტი ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსვლის გზას სთავაზობს.

„მანამდე ოპოზიციას ინტენსიური კონტაქტი ექნება დასავლელ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მათი მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ უფრო დიდი წნეხი იყოს. მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პიკეტირებას გავაგრძელებთ იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც პარლამენტში იქნება“, - დასძენს გიორგი ვაშაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S