Accentnews.ge
პაატა მანჯგალაძე: საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით

პაატა მანჯგალაძე: საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით

21/07/2023 08:43:58 პოლიტიკა

"საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით", - ასე უპასუხა დეპუტატმა "სტრატეგია აღმაშენებლი" წევრმა პაატა მანჯგალაძემ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თაობაზე დასმულ კითხვას.

მანჯგალაძის თქმით, გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსით მოხდება.

"ჩვენ კოალიცია გვჭირდება არა პარტიებს შორის, არამედ გვჭირდება კოალიცია მოქალაქეებთან, ხალხთან - მოქმედების ფაზა იქნება კოალიცია ხალხთან. ყოველ დღე დაკავებული იმით ვიქნებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ქალაქსა თუ სოფელში გამარჯვების ამ ახალ მოძრაობას შემოუერთდეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ განაცხადეს, ისინი პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S