
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
21/07/2023 08:51:06 სამართალი
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი მანქანით თავისუფლების ქუჩაზე მოძრაობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.