
ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი მოკლა, გამშველებელი დაჭრილია
26/11/2019 19:32:10 სხვა, სამართალი
ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა პოლიცელმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ პოლიციელებს აშველებდა. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.