Accentnews.ge
ცაგერში პოლიციელების მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ცაგერში პოლიციელების მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

27/11/2019 05:06:07 სხვა, სამართალი

ცაგერში პოლიციელების მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.   პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცველებს გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა.

ინციდენტის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.  მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული.

რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის თემურ აფხაძის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

"შემოიყვანეს 60 წლამდე მამაკაცი, მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში ჭრილობით, მას უტარდება კვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", -განაცხადა თემურ აფხაძემ.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S