კალაძე – ენმ–სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებაზე: "ორი ლუზერის გაერთიანებით არაფერი შეიცვლება"
21/07/2023 10:47:04 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის.
"ზოგადად ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ოპოზიციის მხარესაა, ესაა ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ, რომ დაინახონ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები ან ანალიზს არ აკეთებენ. არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი ვერ შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.
20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.


