Accentnews.ge
"ფორმულას" ჟურნალისტის შვილის საქმეზე სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა

"ფორმულას" ჟურნალისტის შვილის საქმეზე სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა

21/07/2023 12:41:38 სამართალი

"ფორმულას" ტელეწამყვანის ელისო ჯარიაშვილის შვილის საქმეზე სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ორგანიზაციის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" წევრ ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც ბავშვის ვიდეო სოციალურ ქსელში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა და გაავრცელა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აეკრძალება ბავშვის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება, მისი ხსენება, ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება.

"სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს. სამინისტრომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს ბავშვის დედა ან ბავშვის ადვოკატები არ თანამშრომლობდნენ სისტემასთან. არაერთგზის მივმართეთ მათ, მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერი, თუმცა სამინისტრომ დემონსტრაციულად თქვა უარი ბავშვი უფლების დაცვაზე. სასამართლომ თქვა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რისი აღკვეთაც ევალებოდა შსს-ს და მათ ეს არ გააკეთეს", - განაცადა ადვოკატმა ანა თავხელიძემ.

ადვოკატების განმარტებით, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სამართალდამცველებმა ბავშვის უფლების დარღვევის ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვის მშობლებმა პოლიციას მიმართეს რეაგირებისთვის, ვიდეო კიდევ დღეების განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კი ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობლები პოლიციასთან არ თანამშრომლობდნენ.

"მიუხედავად არსებული სასამართლო კლანისა, მოსამართლემ ვერ გაბედა არ გამოეცა შემაკავებელი ორდერი ბავშვის უფლებების დამრღვევის მიმართ. ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი, როგორ დაარღვიეს მოძალადე ჯგუფებმა ბავშვის უსაფრთხოებაც კი. სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი ჩვენი საქმით, რომ ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალდეებად. ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შსს-მ სწორედ იმიტომ რომ მე წარმოვადგენ "ფორმულას", ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად მითხრა უარი ბავშვის უფლებების დაცვაზე", - განაცხადა ელისო ჯარიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

მისი თქმით, გააგრძელებს სამართლებრივ დავას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ბავშვების უფლებების დასაცავად.

ორდერის პირობების დარღვევა სისხლისსამართლებრივი დანაშაულია.

სასამართლო დავა ეხებოდა ივლისის თვეში, "თბილისი პრაიდის" მიერ ლისის ტბაზე დაგეგმილი დახურული ღონისძიების წინ გავრცელებულ ვიდეოს, რომლის მიზანიც ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ საზოგადოების მობილიზება და დაგეგმილი ღონისძიების ჩასაშლელად მათი გამოყენება იყო. ამ ვიდეოში გამოყენებული იყო ფრაგმენტი ბავშვის 4 წლის წინ ერთ-ერთ ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც ის ლაპარაკობს წიგნზე "ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის." ესაა გამოცემა, რომელიც ათობით განსხვავებული პროფესიის, რელიგიის, ქვეყნის წარმომადგენელი ქალის ისტორიას აერთიანებს - წიგნი ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე მასში შემავალი ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გამო გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S