გახარიას პარტია: ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება
21/07/2023 15:03:22 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება.
ამის შესახებ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფომაციაშია ნათქვამი.
„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“, – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან.


