Accentnews.ge
კელი დეგნანი: მარტში ჩაგდებული პრორუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული FARA–სგან

კელი დეგნანი: მარტში ჩაგდებული პრორუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული FARA–სგან

21/07/2023 16:12:53 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, მარტში ჩაგდებული პრორუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკულისგან. დიპლომატს აშშ-ში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონ (FARA) დოკუმენტაციაზე ჰკითხეს, რომელშიც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ნახსენები.

„ეს დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრორუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის მუშაობენ. ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებისთვის იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსული სტილის კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია, ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმეტესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებისთვის იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული ვითარებაა“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S