თინა ხიდაშელი: „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წინასაარჩევნოდ გაერთიანება სახელისუფლებო ცვლილების ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზა იქნებოდა
21/07/2023 17:39:45 პოლიტიკა
ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ „ლელოსა“ და ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნოდ გაერთიანება სახელისუფლებო ცვლილების ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზა იქნებოდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ დღეს გვიდგას ხელისუფლების ცვლილების ამოცანა, არა ვიღაცის ინდივიდუალური წარმატების ამოცანა, რომ ბარიერი გადალახოს და პარლამენტში შევიდეს, არამედ სახელისუფლებო ცვლილების ამოცანა. სახელისუფლებო ცვლილების ყველაზე მარტივი, სწრაფი და რეალისტური გზა არის წინასაარჩევნოდ ამ ორი პოლიტიკური ძალის („ლელო“ და „საქართველოსთვის“) ხელის ჩამორთმევა ვიხილოთ. ეს არის გამარჯვების ერთმნიშვნელოვანი ფორმულა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფორმულა. არის გამარჯვება, რომელიც 2003 წელს დადგა, არის გამარჯვება, რომელიც 2012 წელს დადგა, როცა ერთმნიშვნელოვნად მარტო პოლიტიკური ძალა იგებ არჩევნებს, მე ამაზე ვსაუბრობ მათი ერთად დგომის შემთხვევაში, მაგრამ არსებობს სხვანაირი გამარჯვებაც, როდესაც შესაძლოა პირველ ადგილზე არ გავიდეს პოლიტიკური ძალა, მაგრამ იმდენი ხმა აიღოს, იმდენი მხარდაჭერა ჰქონდეს, რომ ის იყოს სინამდვილეში მთავრობის ფორმირების მთავარი მოქმედი გმირი და ასეთი გამარჯვების პოტენციალი კოალიციურ „ლელოს“ გახარიას გარეშე აქვს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


