Accentnews.ge
დიმიტრი ლორთქიფანიძე: "საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება"

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება"

23/07/2023 15:04:40 პოლიტიკა

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება.

"არის საუბარი, რომ შეიქმნება ქართულ-რუსული უნივერსიტეტი, ამ ეტაპზე ვეძებთ ადგილს, სადაც ეს უნივერსიტეტი განთავსდება. უნივერსიტეტი იქნება უფასო _ რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს. ეს იქნება უნიკალური სასწავლებელი, რომელსაც მთლიანად რუსეთის მხარე დააკომპლექტებს. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს უნივერსიტეტის შესახებ გარკვეული სურათი გვექნება" - განუცხადა პრორუსულ გამოცემა geworld.ge-ს ლორთქიფანიძემ.

პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტორი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S