ხორვატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
24/07/2023 09:02:30 პოლიტიკა
ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
"ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება" - აცხადებ პრემიერის პრესსამსახურში.
მთავრობის მეთაური ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გუშინ, 23 ივლისს გაემგზავრა.


