
"ხვალ კარასინთან შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დავაყენებ"
27/11/2019 06:38:25 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ხვალ პრაღაში რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
"ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ასე შემდეგ, არამედ აბსოლუტურად არაადამიანური საქციელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და გარწმუნებთ, ყველაფერი კეთდება ამისათვის", - განაცხადა აბაშიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
ორ კვირაზე მეტია, რაც ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს. იგი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.