Accentnews.ge
ხორვატიაში საქართველოს საელჩო იხსნება

ხორვატიაში საქართველოს საელჩო იხსნება

24/07/2023 10:52:29 პოლიტიკა

დღეს ხორვატიაში, დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოსა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე.

"დღეს, ნაშუადღევს, ზაგრებში გავხსნით საქართველოს საელჩოს ხორვატიაში", - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაღრმავდება.

"ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში... ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ზაგრებში იმყოფება. იგი საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონიასაც დაესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S