
პოლონეთში ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
24/07/2023 11:01:41 სამართალი
პოლონეთში სამართლდამცავებმა ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, 25 წლის კაცმა პოლონეთის ორი მოქალაქე ცივი იარაღით 16 ივლისს დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ჟირარდოვის რაიონულმა სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, დაკავებულს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.