Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე: პრემიერობის კანდიდატი ისევე, როგორც ადამიანები სხვა წამყვან თანამდებობებზე, გამარჯვების მოპოვების შემდეგ დასახელდება

გიორგი ვაშაძე: პრემიერობის კანდიდატი ისევე, როგორც ადამიანები სხვა წამყვან თანამდებობებზე, გამარჯვების მოპოვების შემდეგ დასახელდება

24/07/2023 12:08:19 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატი ისევე, როგორც ადამიანები სხვა წამყვან თანამდებობებზე, გამარჯვების მოპოვების შემდეგ დასახელდება.

მისი თქმით, „გამარჯვების პლატფორმის“ ამოცანაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს.

"საკვანძო პოზიციებზე დავასახელებთ ხალხს, როცა გავიმარჯვებთ. რაც იქნება ხალხის დაკვეთა, იმ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, ამიტომ ვერთიანდებით, ხალხის დაკვეთა ხომ ეს არის, ნაბიჯი გადავდგით. რაც შეხება სხვა პარტიებს, რაც მეტი ერთიანობისკენ ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვამბობ მაინც და მაინც ჩვენთან, მით უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებაში ყველანი ერთად ვიქნებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S