Accentnews.ge
მარგველაშვილი: ჩემს თავს იქ ვხედავ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი

მარგველაშვილი: ჩემს თავს იქ ვხედავ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი

24/07/2023 16:05:01 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში ვიხილოთ.

ამასთან, ექს–პრეზიდენტი პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

მისი ხედვით, ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს.

"ვფიქრობ, ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს. "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, არ არის ჩემი პოლიტიკური ძალა – ჩემი გემოვნების. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ოპოზიციის კოორდინაცია ადეკვატურად მიმაჩნია. ვხედავ ჩემ თავს იქ, სადაც პრორუსული ხელისუფლების შეცვლა არის მიზანი", - უპასუხა კითხვას მარგველაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ არც ერთ პარტიასთან არ გეგმაბს ბლოკის შექმნას, ასევე არის მოლოდინი, რომ რამდენიმე პარტია "ლელოსთან" შექმნის ბლოკს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S