Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს

25/07/2023 06:01:30 პოლიტიკა

ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს.

„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S