Accentnews.ge
 „არ ვაპირებ, რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ძირგავარდნილი მიკროავტობუსების ჩანაცვლება“

„არ ვაპირებ, რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ძირგავარდნილი მიკროავტობუსების ჩანაცვლება“

27/11/2019 07:50:22 სხვა, საზოგადოება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020-წლიდან.

„ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი და მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, თუ როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. მინდა დავავლო ვიცე-მერს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში შესაბამის კომპანიასთან დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. თქვენ იცით, რომ ეს არის კერძო კომპანია და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ხელშეკრუოების გაფორმება, რომელიც 2030 წლმადეა, თუ არ ვცდები“, - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S