Accentnews.ge
საგამოძიებო სამსახური: ქუთაისში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ყალბ ვალუტას ასაღებდნენ, დაკავებულია 2 პირი

საგამოძიებო სამსახური: ქუთაისში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ყალბ ვალუტას ასაღებდნენ, დაკავებულია 2 პირი

25/07/2023 06:29:21 სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით დაკავებულ იქნა ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ ვალუტას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ დოლარის ოდენობის, 13-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S