Accentnews.ge
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს 3 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს 3 მოქალაქე დააკავეს

25/07/2023 07:17:54 სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მაროკოს სამეფოს სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულები არიან - 1987 წ. დაბადებული ი.ს, 1997 წელს დაბადებული ა.მ. და 1982 წელს დაბადებული ხ.ა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 4-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S