Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება სამი რეკომენდაცია

ირაკლი კობახიძე: ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა, რჩება სამი რეკომენდაცია

25/07/2023 08:26:24 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთბაც შესაძლებელი იყო ევროკომისიის რეკომენდაციებიდან, ყველაფერი შეასრულეს.

მისი თქმით, დარჩა მხოლოდ სამი რეკომენდაცია შეუსრულებელი.

"რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს და ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით ჩვენ, ამაში რა იგულისხმება. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე ამაზე გვითხრეს, რომ იქნებ არ მიიღოთო. გაგრძელდება დისკუსია, ჩვენთვის მთავარია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც, ვინ არიან ოლიგარქები. ჩვენ გვაინტერესებს ევროკავშირი რას ფიქრობს. რასა არ არის ევროკავშირი, რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტი. ვიდრე არ გვექნება ევროკავშირისგან კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის კუთხით. ამიტომ აქაც გვჭირდება კონკრეტიკა, იმიტომ არ გავაკეთეთ ივნისის ბოლომდე და მესამე მანივალის რეკომენდაციები, ეს ნაკლებად პოლიტიზებული საკითხია. აქაც გვჭირდება კონკრეტიკა და ესეც გაკეთდება. დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S