პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებას გულისხმობს
25/07/2023 09:00:17 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
"ევროკომისიის ცნობით, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად არის შესრულებული, 2 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება. დანარჩენ 7 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ შემდგომ პროგრესს ველით. ასე რომ, როგორც ხედავთ, სურათი სხვადასხვაგვარია, რაც ჩემი აზრით, უფრო პოზიტიურია. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია გაავრცელებს გაფართოების ანგარიშს ოქტომბერში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროკავშირის 27 წევრი მიიღებს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების დონეზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით მომდევნო ნაბიჯებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს“, - აღნიშნა ელჩმა.


