Accentnews.ge
თეონა აქუბარდია: მარგველაშვილს აქვს ავტორიტეტი და „ქართული ოცნება“ წინასწარ დგამს პრევენციულ ნაბიჯებს, რომ იგი პოლიტიკაში არ შემოვიდეს

თეონა აქუბარდია: მარგველაშვილს აქვს ავტორიტეტი და „ქართული ოცნება“ წინასწარ დგამს პრევენციულ ნაბიჯებს, რომ იგი პოლიტიკაში არ შემოვიდეს

25/07/2023 08:08:27 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშილზე პრევენციულ დარტყმას ახორციელებს.

"სიახლე არ არის, როცა "ქართული ოცნება" თავს ესხმის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს. ამ მოცემულობაში, ერთის მხრივ, მათი საუბარი "ფარას" დოკუმენტზე დეზინფორმაციას ემსახურება, თითქოს რუსული კანონი იგივეა რაც "ფარა" - ეს არის ტყუილი. მეორეს მხრივ, მარგველაშვილს აქვს ავტორიტეტი და გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში და "ქართული ოცნება" ახლა წინასწარ პრევენციულ ნაბიჯებს დგამს, რომ ის პოლიტიკაში არ შემოვიდეს აქტიურად. არ ვიცი, მარგველაშვილი ამას აპირებს თუ არა, მაგრამ ესაა პრევენციული დარტყმა მასზე. ის, რომ 11 ათას დოლარზეა საუბარი, ძალიან სასაცილოა იმ ფონზე, როცა თვითონ მილიონებს ეთამაშებიან. გიორგი მარგველაშვილის გასვრა ამ ფორმით არის პოლიტიკური ამოცანა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი დეტალები, შორის ვარ იმ აზრისგან, რომ მარგველაშვილი "გაიყიდა" 11 ათას დოლარად ან თუნდაც მეტ თანხად, რადგან მას ჰქონდა თავის პრინციპები, შეხედულებები და ის, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ეს მისი შეხედულებიდან გამომდინარე იყო," - განაცხადა აქუბარდიამ.

24 ივლისს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო“. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კრიტიკულ განცხადებებს გიორგი მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა.

"ორი კომენტარი მაქვს. ერთი სერიოზული, როდესაც იწყება ბინძური ტყუილი და დეზინფორმაცია ამაზე სერიოზული და სიღრმისეული კომენტარის გაკეთება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. მხიარული კომენტარია, თუ გადაწყვიტეს, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ ამ პატარა თანხით -11 500 დოლარით, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო ამ პროცესში, თანხის სიმცირე იყო", - განაცხადა 24 ივლისს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S